ირინა ბათიაშვილი: უგულავამ თუ რომელიღაცამ გვითხრა თქვენს ფეხქვეშ მიწას დავწვავო, 9 წელი ამას აკეთებდნენ და აფრასიძეების ძვლებზე ხელებს ითბობდნენ

აგრესიული ოპოზიციური ფრთის მხრიდან ხდება ძალადობის პროპაგანდა, რაც კანონით დასჯადია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირინა ბათიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აგრესიული ოპოზიციური ფრთის მხრიდან მუდმივად კეთდება განცხადებები – დაგთვლით, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, დაგიჭერთ, სახლებში შემოგივარდებით, პოლიციელების სახეებს ამოვბეჭდავთგამოვაჩენთ, მოსამართლეებს მოგივარდებით და ა.შ, რაც საშინელებაა.

„მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ათი წლის ბიჭის დედა და ამით აღშფოთებული ვარ. თუ არ ვცდები, გიგი უგულავამ, ან მისი გუნდის რომელიღაც წევრმა გვითხრა, თქვენ ფეხქვეშ მიწას დავწვავთო. ისინი ცხრა წელი წვავდნენ ქართველი ერის ფეხქვეშ მიწას, გვდევნიდნენ ოჯახებით, აფრასიძეების ოჯახის ძვლებზე ითბობდნენ ხელებს. მინდა, ვთქვა, რომ ისინი ვერავის ფეხქვეშ ვეღარ დაწვავენ მიწას. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ირინა ბათიაშვილმა.

„პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ წესრიგი უნდა დამყარდეს, პირადად მე და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ეთანხმება. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გარანტი ჩვენი სტაბილურად სვლის, ეკონომიკური განვითარების და იმის, რომ ძალადობა გავაჩეროთ. ჩვენ თუ გვეცოდინება, რომ ჩვენ სიტყვებზე და ქცევაზე კანონის წინაშე პასუხს ვაგებთ, გინდ პოლიტიკოსი ვიყოთ და გინდ სხვა, კანონის რიდი და შიში გვექნება. ჩვენ იმ კომპრომისზე ვერ წავალთ, რომ რაკი პოლიტიკოსი ხარ, მკვლელობა გეპატიება, ან ის გეპატიება, გირაო არ გადაიხადო, ქართული კანონმდებლობა ასე ხელყო და ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობას სილა ასე გააწნა“, – განაცხადა ირინა ბათიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...