IRI: თბილისის მერიის მთავარ მიღწევათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე ახალი ავტობუსებია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ თბილისის 18 წლის და ზემოთ ასაკიდან 453 მოქალაქის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისის მერიის მთავარ მიღწევათა ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ახალი ავტობუსები.

გამოკითხულთა 22% თვლის, რომ კახა კალაძის ოფისის მთავარი მიღწევაა ახალი ავტობუსები. გამოკითხულთა 18% მერიის მთავარ მიღწევად გარემონტებული გზები მიაჩნია, ხოლო 11%-ს კი გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა.

მიღწევათა ჩამონათვალში შემდეგ ადგილებზეა რესტავრირებული მოედნები (9%), ძველი თბილისის რესტავრაცია (7%), ტაქსების რეფორმა (6%).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად