IRI: საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

გამოკითხულთა 79%-ის მოსაზრებით, რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო 57%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ქვეყნისთის ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხეა.

გამოკითხულთა 25%-მა არ იცის, თუ რომელი ქვეყანაა საქართველოსთვის ყველაზე დიდი ეკონომიკური საშიშროება, ხოლო 12%-მა არ იცის, თუ რომელი ქვეყანაა ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხის შემცველი.

გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს თურქეთი წარმოადგენს. თურქეთს მოსდევს აზერბაიჯანი (4%), ჩინეთი (3%), აშშ (3%), ირანი (2%), ევროკავშირი (1%), უკრაინა (1%) და სომხეთი (1%).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...