IRI-ს კვლევა: 78% მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

IRI-ს პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც  ინსტიტუტმა 2019 წლის ივნისის ანტი-საოკუპაციო საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის შუალედში,  მონაწილეობა 1500-მა ადამიანმა მიიღო

დასმულ კითხვაზე: “მიესალმებით თუ ეწინააღმდეგებით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას?” პასუხები ასე ნაწილდება:

სრულად ვუჭერ მხარს – 47%;
ნაწილობრივ ვუჭერ მხარს – 31%;
ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები – 7%;
სრულად ვეწინააღმდეგები – 2%;
არ ვიცი/არ მაქვს პასუხი – 13%

ასევე, IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს ქართულ ოცნებას 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 15%.

ამ კვლევაში მესამე ადგილს „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ 5%-იანი მხარდაჭერით ინაწილებენ. შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსი – 4 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3 %; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ 2 % აქვს; მამუკა ხაზარაძის„ ლელოს“ – 2 %; გირჩი – 1 %, „შენების მოძრაობა“-1%; და სხვა პარტიები-4%.

არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს 32 %-ს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მაცხოვრებელმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად