IRI -ს ბოლო სამი გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი დავით ბაქრაძეა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2018 წლიდან დღემდე ჩატარებული სამივე კვლევის დროს ამომრჩეველთა შორის ყველაზე მეტი კეთილგანწყობით სარგებლობს დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძისადმი ამომრჩევლის კეთილგანწყობა 2018 წელთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი. მისდამი არაკეთილგანწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა ამდენივე პროცენტით არის შემცირებული. უცვლელი დარჩა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც გამოკითხვის დროს განაცხადეს: არ მსმენია/არ ვიცი/არ მაქვს პასუხი.

პოპულარულ პოლიტიკოსთა სამეულში სამჯერ დასახელდა აგრეთვე კახა კალაძე. მისდამი კეთილგანწყობა 2018 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა შემცირებული – 50%-დან 49%-მდე. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც მისდამი არაკეთილგანწობილნი არიან 2%-ით არის შემცირებული.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად