IRI: კვირას რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას – “ქართული ოცნება” 33%, “ნაციონალური მოძრაობა” 16%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 33% შეკითხვაზე – “კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას”, პირველად არჩევანად “ქართულ ოცნებას” ასახელებს.

გამოკითხულთა 16% ამბობს, რომ ხმას “ერთიან ნაცინალურ მოძრაობას მისცემდა”, 5% – “ევროპულ საქართველოს”, 3% – “ახალ საქართველოს”, ასევე 3% ხმას მისცემდა “პატრიოტთა ალიანსს”, 2-2% ხმას მისცემდა “ლეიბორისტულ პარტიას”, “სამოქალაქო მოძრაობას”, “ლელოს” და “გირჩს”.

17%-მა არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას, ხოლო 11%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად