IRI: კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას – „ქართული ოცნება“ 35%, „ნაციონალური მოძრაობა“ 18%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 18%, „ევროპული საქართველოს“ კი – 3%.

ასევე, გამოკითხულთა 3% ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა 2%, „პატრიოტთა ალიანსს“ ასევე 2%,„ლეიბორისტულ პარტიას“ – 2%, პარტიას „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2%, „ლელოს“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – 1%.

არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა 10%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15%-ს, ხოლო ყველა პარტიას გადახაზავდა 5%.

ამასთან, კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში, გამოკითხულთა 27% ასახელებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას – 26%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...