IRI-ის კვლევით, დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად ჯანდაცვის სისტემა სახელდება

საქართველოს დღევანდელი მთავრობის მთავარ მიღწევად კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოქალაქეები ჯანდაცვის სისტემას ასახელებენ

კითხვაზე – „რა არის დღევანდელი მთავრობის მთავარი მიღწევა“

გამოკითხულთა 15 პროცენტი ჯანდაცვას ასახელებს

4 პროცენტი – ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას

4 პროცენტი – სიტყვის თავისუფლებას

3 პროცენტი – ინფრასტრუქტურას

2 პროცენტი – გზებს

2 პროცენტი – განათლებას

2 პროცენტი – დემოკრატიას

2 პროცენტი – სტაბილურობას

1 პროცენტი – ადამიანის უფლებების დაცვა

1 პროცენტი – პენსიების ზრდა

1 პროცენტი – სესხების განულება, 2 პროცენტი – სხვა.

გამოკითხულთა 35 პროცენტი არც ერთ მიღწევას არ ასახელებს, 26 პროცენტი – არ ვიცი/უარი პასუხზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...