IRI: გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი მიღწევა COVID19-თან ბრძოლაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარი მიღწევა COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლაა.

გამოკითხულთა 7% ასახელებს ჯანდაცვის რეფორმას, 3%- სიტყვის თავისუფლებას, 2-2% ასახელებს ინფრასტრუქტურას, დემოკრატიასა და სტაბილურობას, თითო-თითო პროცენტს მიაჩნია, რომ ეს არის განათლების რეფორმა, გზები, გაზრდილი პენსიები, უვიზო მოგზაურობა, ეკონომიკის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვა.

6% სხვა მიზეზებს ასახელებს, 15%-ს კი მიაჩნია, რომ მთავრობას საერთოდ არაფრისთვის მიუღწევია, 32%-ს კი ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად