IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ COVID19-თან ბრძოლაში საქართველოს ყველაზე მეტად აშშ დაეხმარა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ COVID19-თან წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა.

გამოკითხული მოსახლეობის 6% კი ფიქრობს, რომ საქართველოს ყველაზე მეტად ჩინეთი დაეხმარა, მხოლოდ 4%-მა დაასახელა ევროკავშირი, 1%-მა გერმანია, ასევე 1% – თურქეთი, 3% სხვა ქვეყნებს ასახელებს, 15%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა დახმარებია, ხოლო 23%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად