IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა.

17%-ს მიაჩნია, რომ ეს მაღალი ფასებია, 10% სიღარიბეს ასახელებს, 6% ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობას, 4%-ს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა პანდემიაა, 3%-ს – ოკუპირებული ტერიტორიები, 2% შიდა კონფლიქტებს ასახელებს, ასევე 2-2% განათლებასა და ჯანდაცვას, თითო-თითო პროცენტი ასახელებს კორუფციას, სოციალურ სერვისებს და ამჟამინდელ მთავრობას. 3%-ს სხვა მიზეზები მოჰყავს, ხოლო 1%-ს ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად