IRI: აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია.

გამოკითხულთა 50%-ის მოსაზრებით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტრნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი – ევროკავშირი (39%).

ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყნების მესამე ადგილს, აშშ-სა და ევროკავშირის შემდეგ, უკრაინა იკავებს (29%), ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნის მესამე ადგილს, ევროკავშირისა და აშშ-ის მერე, თურქეთი (19%).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...