ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე გამოძიებას 5 ქვეყანა გააკონტროლებს

უკრაინის, ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მინისტრთა ჯგუფი შექმნან, რომელიც თეირანის მახლობლად უკრაინული თვითმფრინავის Boeing 737-ის ავიაკატასტროფის თაობაზე გამოძიებას გააკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეები დაიღუპნენ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ისინი გამოძიების გასაკონტროლებალდ მიიწვია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიებაში მონაწილეობის თაობაზე შეთავაზება საფრანგეთმა და გერმანიამაც მიიღო.

დონბასში ჩამოგდებული Malaysia Airlines– ის თვითმფრინავის გამოძიების გამოცდილების გათვალისწინებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიება შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

“შესაბამისად, მინისტრთა ჯგუფი პერიოდულად შეიკრიბება და გამოძიების მიმდინარეობას გაანალიზებს. 2014 წლის კატასტროფის გამოძიებით ანალოგიური მექანიზმი გავაკონტროლეთ, რომელშიც ავსტრია, ახალი ზელანდია და ნიდერლანდები მონაწილეობდნენ. სქემა ეფექტური აღმოჩნდა”,-აღნიშნა პრისტაიკომ.

მინისტრის განცხადებით, აშშ-ში უკრაინის დიპლომატიური მისია უკვე ამზადებს წინადადებებს საერთაშორისო დონეზე, რათა ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხი აგოს.

8 იანვარს, ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 737-800 შეცდომით ჩამოაგდეს. თვითმფრინავი მარშრუტს თეირანი – კიევის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა – უკრაინის 11 მოქალაქე (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), ირანის 82 მოქალაქე, კანადის-63, შვედეთის-10, ავღანეთის- 4-, 3 – 3 გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის. ყველა მათგანი დაიღუპა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად