ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, პუტინმა ზელენსკის მიუსამძიმრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის უკრაინელ კოლეგა, ვლადიმირ ზელენსკის ტელეგრამა გაუგზავნა, რომელშიც მან თეირანის მახლობლად უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, გულწრფელი მწუხარება გამოთქვა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, Boeing-737, რომელსაც რეისი თეირანი-კიევი უნდა შეესრულებინა, დღეს დილით თეირანში იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთა შორის – უკრაინის 11 მოქალაქე (მათ შორის ეკიპაჟის 9 წევრი), ირანის 82 მოქალაქე, 63- კანადელი, 10 – შვედი, 4 – ავღანელი, 3 – გერმანელი და 3 ბრიტანელია.

როგორც ირანული მედია აღნიშნავს, წინასწარი ვერსიით, Boeing 737-800- ის ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი  ტექნიკური პრობლემების გამო ძრავაში გაჩენილი ხანძარია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად