ირანში უკრაინის საელჩო: ამ ეტაპზე ტერაქტის ვერსიას გამოვრიცხავთ

წინასწარი ინფორმაციით, “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” კუთვნილი თვითმფრინავი Boeing 737-800 თეირანის აეროპორტის მახლობლად ტექნიკური მიზეზის გამო ჩავარდა, ტერაქტის ვერსიას გამოვრიცხავთ-ამის შესახებ ინფორმაციას ირანში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

”წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ტექნიკური მიზეზების გამო ჩამოვარდა. ამ ეტაპზე ტერაქტის ვერსიას გამორიცხავთ”, – ნათქვამია საელჩოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ყველას სთხოვს, ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე დაუდასტურებელი ვერსიების გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

”ყველა ღონისძიება პირად კონტროლზე ამყავს. ყველას ვურჩევ, ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე,  კატასტროფის თაობაზე გადაუმოწმებული ვერსიებისგან თავი შეიკავონ”, – დაწერა მან Facebook- ზე.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესწავლა უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს თეირანი-კიევის მიმართულებით ასრულებდა, თეირანში იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტთან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ცნობით, ირანში “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავის Boeing-737-ის ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ინციდენტის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.  

კატასტროფის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად