ირანში, წყალქვეშა გემზე მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში, წყალქვეშა გემზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ქვეყნის ხელსუფლება ავრცელებს.

აფეთქება ქალაქ ბენდერ-აბასის პორტში მოხდა. სწორედ აღნიშნულ პორტში დგას და არემონტებენ სამხედრო გემებს.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალქვეშა გემზე, ეკიპაჟის სამი წევრი დაბლოკილი აღმოჩნდა.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...