ირანში რუსული კომპანია “იანდექსი” იხსნება

რუსული კომპანია "იანდექსი" (Яндекс) ირანში ოფისს ხსნის, რის შედეგადაც, ირანული ინტერნეტ ქსელებისათვის, კომპანიის საძიებო სისტემის მოხმარება ფართომასშტაბური გახდება, – აღნიშნულის შესახებ rbc წერს.

აღნიშნულ საკითხზე, რუსეთის მასობრივი კომუნიკაციის მინისტრი ნიკოლაი ნიკიფოროვი და მისი ირანელი კოლეგა, მაჰმუდ ვაეზი შეთანხმდნენ.

"ჩვენ კარგად ვიცნობთ რუსულ ძლიერ საძიებო სისტემა იანდექსს. ჩვენ შევთანხმდით, რომ იანდექსი ირანში ოფისს გახსნის. რუსული საძიებო სისტემა, ირანელი მომხმარებლებისათვის სპარსულ ენაზე იქნება ადაპტირებული", – განაცხადა მაჰმუდ ვაეზიმ.

მისი თქმით, 13-14 მილიონ ირანელ მოქალაქეს უკვე შეუძლია გახდეს რუსული საძიებო სისტემის მომხმარებელი.

ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი, ირანთან თანამშრომლობის გაფართოების ფარგლებში, ირანის სახელმწიფოს კანონებსა და ისტორიულ ტრადიციებს დაიცავს და დაამატა, რომ ინტერნეტ-კომანიები ხშირად აიგნორებენ ხოლმე მსგავს ფაქტებს.

რუსეთი მზადაა "ირანისთვის, თანამედროვე საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიები გახადოს ხელმისაწვდომი, აგრეთვე, სახელმწიფო საჭიროებებისა და ისლარუმი რესპუბლიკის პროგრამებისთვისაც", – განაცხადა ნიკიფოროვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად თურქეთში, "იანდექსი"-ს გამოყენება "რუსული საძიებო სისტემის ხარისხიანი თვისებების დემონსტრირებას მოახდენდა და დაამტკიცებდა, რომ რუსული საძიებო სისტემა არაფრით განსხვავდება იმ საძიებო სისტემებისგან, რომლებსაც აშშ მთელს მსოფლიოს თავს ახვევს."

მოლაპარაკებისას, რუსულმა მხარემ თეირანს, ერთობლივი ინტერნეტ-პროდუქციის შემუშავება და მისი მესამე ქვეყანაში ექსპორტირება შესთავაზა. rbc-ის ინფორმაციის მიხედვით, ვაეზი დაეთანხმა აღნიშნულ იდეას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად