ირანში მესამე დღეა გრძელდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება

ირანის ჯანმრთელობის სამინისტროს საზოგადოებასთან კავშირის განყოფილების უფროსმა კიანუშ ჯაჰანპურმა, სახელმწიფო ტელივიიზით გამოსვლის დროს, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების შესახებ ისაუბრა

განვლილ 24 საათში, ირანში, წინა 24 საათთან შედარებით 113-ით ნაკლები, 2875 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო შვიდი დღის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 50468 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 124 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით  14-ით ნაკლები.

სულ, ირანში კორონავირუსით 3160 კაცია გარდაცვლილი.

სრულად განკურნებულთა რაოდენობა განვლილ 24 საათში 1238-ით გაიზარდა და ამ დროისთვის არის 16711 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 33,11%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად