ირანში მეექვსე დღეა, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ დონეზე ფიქსირდება

ამის შესახებ ირანის ჯანმრთელობის სამინისტროს საზოგადოებასთან კავშირის განყოფილების უფროსმა კიანუშ ჯაჰანპურმა სახელმწიფო ტელივიიზით გამოსვლის დროს განაცხადა

კიანუშ ჯაჰანპურის თქმით, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 2988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელთან შედარებით 122-ით ნაკლები.

უკანასკნელი ექვსი დღის განმავლობაში ირანში კორონავირუსით დაინფიცერების შემთხვევები ერთ დონეზეა:

27 მარტი – 2926
28 მარტი – 3076
29 მარტი – 2901
30 მარტი – 3186
31 მარტი – 3110
1 აპრილი – 2988

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 47593 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით 138 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 3-ით ნაკლები.

სულ დღემდე, ირანში კორონავირუსით 3036 კაცია გარდაცვლილი.

კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა, რომ ინფიცირებულებიდან დღემდე სრულად განკურნებულთა რაოდენობამ 15473-ს  ანუ 32,51-ს მიაღწია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად