ირანში, მე-3 დღეა, რაც ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 20 მარტის პიკურ მაჩვენებელის დონეზეა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა კიანუშ ჯაჰანპურმა კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკა გამოაქვეყნა

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, განვლილ 24 საათში, ირანში, კორონავირუსით 70 კაცი გარდაიცვალა და 3134 დაინფიცირდა.

სულ, ირანში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 160 696 ინფიცირების და 8 012 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა ამ დროისთვის არის 125 206 ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 77,91%.

ირანში ინფიცირების შემთხვევათა პიკური მაჩვენებელი 30 მარტს დაფიქსირდა – 3186. ამ დღიდან დაწყებულმა დღიურად გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევების კლების შედეგად 3 მაისს 802 ინფიცირებული გამოვლინდა, 4 მაისიდან კი კვლავ დაიწყო დღიურად გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების მატება და 1 ივნისს 2 979 ინფიცირებული გამოვლინდა, 2 ივნისს 3 117, დღეს კი – 3 134

აღსანიშნავია, რომ 3 მაისს ირანში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 80,5% იყო სრულად განკურნებული და მკურნალობა 12 799 კაცს ესაჭიროებოდა, დღეისთვის გამოჯანმრთელებულთა %-ული წილი 2,59-ით შემცირდა, ხოლო მკურნალობას საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა გაიზარდა 2,14-ჯერ – 12 799-დან 27 478-მდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად