ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 66,96% სრულად განიკურნა

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო irna ავრცელებს ირანის ჯანმრთელობის დაცვის პრესცენტრის უფროს კიანუშ ჯაჰანპურზე დაყრდნობით

კიანუშ ჯაჰანპურის ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 1606 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელთან შედარებით 94-ით მეტი.

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 77995 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 92 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 2-ით ნაკლები.

კორონავირუსით დღე-ღამის განმავლობაში უფრო ნაკლები ხალხი ირანში ბოლოს 13 მარტს გარდაიცვალა.

სულ, ირანში კორონავირუსით 4869 კაცია გარდაცვლილი.

კიანუშ ჯაჰანპურის თქმით, განვლილ 24 საათში განიკურნა 2296 კაცი და სულ, დღემდე, განკურნებულთა რაოდენობა გახდა 52229 კაცი ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სრულად განკურნებულია 66,96%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად