ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 65,37% სრულად განიკურნა

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო irna ავრცელებს ირანის ჯანმრთელობის დაცვის პრესცენტრის უფროს კიანუშ ჯაჰანპურზე დაყრდნობით

კიანუშ ჯაჰანპურის ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 1512 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელთან შედარებით 62-ით ნაკლები.

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 76389 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 94 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 4-ით ნაკლები.

კორონავირუსით დღე-ღამის განმავლობაში უფრო ნაკლები ხალხი ირანში ბოლოს 13 მარტს გარდაიცვალა.

სულ, ირანში კორონავირუსით 4777 კაცია გარდაცვლილი.

კიანუშ ჯაჰანპურის თქმით, განვლილ 24 საათში განიკურნა 1640 კაცი და სულ, დღემდე, განკურნებულთა რაოდენობა გახდა 49933 კაცი ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სრულად განკურნებულია 65,37%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად