ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 52,01% სრულად განიკურნა

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო irna ავრცელებს ირანის ჯანმრთელობის დაცვის პრესცენტრის უფროს კიანუშ ჯაჰანპურზე დაყრდნობით

კიანუშ ჯაჰანპური ამბობს, რომ განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების გუშინდელთან შედარებით 338-ით მეტი – 1972 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 68192 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 122 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 5-ით ნაკლები.

სულ, ირანში კორონავირუსით 4232 კაცია გარდაცვლილი.

ინფიცირებულთაგან განვლილ 24 სათში განიკურნა 3156 კაცი და სულ, დღემდე, განკურნებულთა რაოდენობა გახდა 35465 კაცი ანუ ინფიცერებულთა 52.01%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად