ირანში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები იკლებს: ინფიცირება – 1499; გარდაცვალება – 89

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო irna ავრცელებს ირანის ჯანმრთელობის დაცვის პრესცენტრის უფროს კიანუშ ჯაჰანპურზე დაყრდნობით

კიანუშ ჯაჰანპურის ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 1499 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელთან შედარებით 107-ით ნაკლები.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების უფრო ნაკლები რაოდენობა ირანში ბოლოს 23 მარტს იყო.

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 79494 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 89 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 3-ით ნაკლები.

კორონავირუსით დღე-ღამის განმავლობაში უფრო ნაკლები ხალხი ირანში ბოლოს 13 მარტს გარდაიცვალა.

სულ, ირანში კორონავირუსით 4958 კაცია გარდაცვლილი.

კიანუშ ჯაჰანპურის თქმით, განვლილ 24 საათში განკურნებულთა რაოდენობა 1835-ით, 52229-დან 54064-მდე გაიზარდა ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სრულად განკურნებულია 68.01%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად