ირანში კორონავირუსით ინფიცირების 3076 და გარდაცვალების 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი alarabiya ავრცელებს

პორტალის ცნობით, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 3076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 80-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში

სულ დღემდე, ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 35 408 შემთხვევაა გამოვლენილი.

განვლილი 24 საათის განმავლობაში ირანში 139 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელთან შედარებით 4-ით ნაკლები.

სულ დღემდე, ირანში კორონავირუსით 2517 კაცია გარდაცვლილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად