ირანში კორონავირუსით ინფიცირების 1343 შემთხვევა გამოვლინდა

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო irna ავრცელებს ირანის ჯანმრთელობის დაცვის პრესცენტრის უფროს კიანუშ ჯაჰანპურზე დაყრდნობით

კიანუშ ჯაჰანპურის ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 1343 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელთან შედარებით 31-ით ნაკლები.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების უფრო ნაკლები რაოდენობა ირანში ბოლოს 22 მარტს იყო.

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 82211 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 87 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 14-ით მეტი.

სულ, ირანში კორონავირუსით 5118 კაცია გარდაცვლილი.

კიანუშ ჯაჰანპურის თქმით, განვლილ 24 საათში განკურნებულთა რაოდენობა 57023-მდე გაიზარდა ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სრულად განკურნებულია 69,36%

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში 2345476 კორონავირუსით ინფიცირებულიდან სრულად განკურნებულია 604606 კაცი – 25,78%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად