ირანში კორონავირუსით დღიურად ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობა იზრდება

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა კიანუშ ჯაჰანპურმა კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკა გამოაქვეყნა

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, განვლილ 24 საათში, ირანში, კორონავირუსით 81 კაცი გარდაიცვალა და 2979 დაინფიცირდა.
 
დღის განმავლობაში გარდაცვლილთა ასეთი დიდი რაოდენობა ირანში ბოლოს 27 აპრილს იყო დაფიქსირებული, ხოლო უფრო მეტი ინფიცირებული მხოლოდ 4-ჯერ გამოვლინდა, პიკის დროს, 28 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში.
 
სულ, ირანში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 154 445 ინფიცირების და 7 878 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობაამ დროისთვის არის 121 004 ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 78,35%.
 
ირანში ინფიცირების შემთხვევათა პიკური მაჩვენებელი 30 მარტს დაფიქსირდა – 3186. ამ დღიდან დაწყებულმა დღიურად გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევების კლების შედეგად 3 მაისს 802 ინფიცირებული გამოვლინდა, 4 მაისიდან კი კვლავ დაიწყო დღიურად გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების მატება და განვლილ 24 საათში დღიურმა მაჩვენებელმა 2979-ს მიაღწია.
 
აღსანიშნავია, რომ 3 მაისს ირანში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 80,5% იყო სრულად განკურნებული და მკურნალობა 12 799 კაცს ესაჭიროებოდა, დღეისთვის გამოჯანმრთელებულთა %-ული წილი 2,15-ით შემცირდა, ხოლო მკურნალობას საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა – 12 799-დან 25 563-მდე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად