ირანში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ზედიზედ მე-7 დღეა, რაც მცირდება

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი worldometers-ი ავრცელებს

პორტალის ცნობით, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 2274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გუშინდელთან შედარებით 209-ით ნაკლები და ბოლო 12 დღის ყველაზე დაბალი რაოდენობაა.
ირანში დაინფიცირების შემთხვევები ზედიზედ მეშვიდე დღეა რაც იკლებს და 30 მარტს დაფიქსირებული დღიური შემთხვევების რაოდენობა 3186-დან 2274-მდე შემცირდა
სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 60500 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.
 
განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 136 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 15-ით ნაკლები.
სულ, ირანში კორონავირუსით 3739 კაცია გარდაცვლილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად