ირანში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 2483-მდე შემცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი worldometers-ი ავრცელებს

პორტალის ცნობით, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 2483 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გუშინდელთან შედარებით 77-ით ნაკლები და ბოლო 10 დღის ყველაზე დაბალი რაოდენობაა.
 
ირანში დაინფიცირების შემთხვევები ზედიზედ მეექვსე დღეა რაც იკლებს და 30 მარტიდან დღემდე 703-ით შემცირდა
 
სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 58226 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.
განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 151კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 7-ით ნაკლები.
 
სულ, ირანში კორონავირუსით 3603 კაცია გარდაცვლილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად