ირანში კლინიკას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულების გადაყვანას აპირებდნენ, ცეცხლი წაუკიდეს

გუშინ, ირანში, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს კლინიკას, რომელშიც, მათი ვარაუდით, სხვა ქალაქიდან უნდა შეეყვანათ კორონავირუსით ინფიცირებულები.

ნახევრადოფიციალურმა სააგენტო Fars News-მა ყუმიდან ბანდარ-აბასის კლინიკაში ხალხის გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც განარისხა ქალაქის მოსახლეობის ნაწილი, “დაუსაბუთებელი ჭორი” უწოდა.

სოციალური ქსელებით გავრცელებული ხმების მიხედვით, ბანდარ-აბასის კლინიკაში ყუმიდან, ირანში კორონავირუსის გავრცელების უმძთავრესი კერიდან, ვირუსით ინფიცირებული 10 კაცი უნდა მიეყვანათ.

ბანდარ-აბასის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. დემონსტრანტთა გარკვეულმა ნაწილმა კლინიკაში შეჭრა და მისთვის ცეცხლის წაკიდება შეძლო. მეხანძრეებმა პოლიციის დახმარებით შეძლეს ხანძრის კერების ჩაქრობა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ირანში არის კორონავირუსით ინფიცირებული 593 კაცი, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 43 კაცს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ირანი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად