ირანში ინფიცირების შემთხვევები ზედიზედ 8-დღიანი კლების შემდეგ 4697-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი worldometers-ი ავრცელებს

პორტალის ცნობით, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 4697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გუშინდელთან შედარებით 2,24-ჯერ ანუ 2608-ით მეტია.

დღემდე მაქსიმალური რაოდენობა იყო 30 მარტს დაფიქსირებული – 3185 შემთხვევა

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 67286 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 131 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 2-ით ნაკლები.

სულ, ირანში კორონავირუსით 4003 კაცია გარდაცვლილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად