ირანში ინფიცირების შემთხვევები მეათე დღეა, რაც იკლებს: განვლილ 24 საათში 1634 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო irna ავრცელებს ირანის ჯანმრთელობის დაცვის პრესცენტრის უფროს კიანუშ ჯაჰანპურზე დაყრდნობით

კიანუშ ჯაჰანპური ამბობს, რომ განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების გუშინდელთან შედარებით 363-ით ნაკლები – 1634 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო 17 დღის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ირანში შემთხვევები ზედიზედ მეათე დღეა რაც იკლებს და 30 მარტს დაფიქსირებული დღიური შემთხვევების რაოდენობა 1552-ით, 3186-დან 1634-მდეა შემცირებული

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 66220 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 117 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 4-ით ნაკლები.

კორონავირუსით ამდენივე გარდაცვლილი იყო 30 მარტს. ნაკლები გარდაცვლილი ბოლოს 14 მარტს იყო – 97 კაცი

სულ, ირანში კორონავირუსით 4110 კაცია გარდაცვლილი.

ინფიცირებულთაგან განვლილ 24 სათში განიკურნა 2497 კაცი და სულ, დღემდე, განკურნებულთა რაოდენობა გახდა 32309 კაცი ანუ ინფიცერებულთა 48,79%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად