ირანში, გასული 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ის შედეგად ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობის – 162 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის, პანდემიის დაწყების დღიდან მოყოლებული, რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლი იუწყება.

მან აღნიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2,536 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 162 ადამიანი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 225 205 ადამიანი შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა 10 670 ადამიანი. გამოჯანმრთელდა მინიმუმ 186 180 პაციენტი.

აღნიშნულია, რომ წინა ანტირეკორდული ჩანაწერი დაფიქსირდა 4 აპრილს – მაშინ 24 საათის განმავლობაში 158 ადამიანი გარდაიცვალა.

მარტში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად აღიარა. გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ მთელ მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 10 მილიონს, 500 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად