ირანში განვლილი 24 საათის მონაცემები დააზუსტეს: ინფიცირება – 1997, გარდაცვალება – 121

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი worldometers-ი ავრცელებს

პორტალის ცნობით, თავდაპირველად ირანის ჯანმრთელობის სამინისტრომ ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების შესახებ, შეცდომით, სხვა რიცხვები დაასახელა: ინფიცირება- 4697 და გარდაცვალება – 131. მოგვიანებით მინისტრმა აღიარა შეცდომა.

დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების გუშინდელთან შედარებით 92-ით ნაკლები -1997 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო 15 დღის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ირანში შემთხვევები ზედიზედ მერვე დღეა რაც იკლებს და 30 მარტს დაფიქსირებული დღიური შემთხვევების რაოდენობა 1189-ით, 3186-დან 1997-მდეა შემცირებული

სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 64586 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 121 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 12-ით ნაკლები.

სულ, ირანში კორონავირუსით 3993 კაცია გარდაცვლილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად