ირანმა ტრამპს, პომპეოსა და აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

ირანის ხელისუფლებამ სანქციების სიაში შეიყვანა ამერიკის ადმინისტრაციის მაღალი რანგის რამდენიმე წარმომადგენელი. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ.

”აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, ყოფილი თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კრისტოფერ მილერი, სახაზინო მდივანი სტივენ მნუჩინი, CIA-ს უფროსი ჯინა ჰასპელი, პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი, შეერთებული შტატების სპეციალური ყოფილი წარმომადგენელი ირანის საკითხებში ბრაიან ჰუკი, ამჟამინდელი სპეციალური წარმომადგენელი ელიოტ აბრამსი და აშშ-ის სახაზინო საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეა გაკი, დღეიდან შედიან ირანის მიერ დაწესებული სანქციების სიაში ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად