ირანმა თანამგზავრ “ზაფარის” ორბიტაზე გაყვანა ვერ მოახერხა

ირანმა გაუშვა რაკეტამზიდი თავისი წარმოების თანამგზავრ „ზაფართან“ ერთად, თუმცა ორბიტაზე მისი გაყვანა ვერ მოახერხა. ამის შესახებ ირანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაკეტამზიდმა „სიმორგმა“ კოსმოსში თანამგზავრი კი გაიყვანა, თუმცა ორბიტაზე გაყვანისთვის საჭირო სიჩქარეს ვერ მიაღწია. ამასთან, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მიღწეული იქნა ბევრი მიზნისთვის, ხოლო გაშვების ანალიზს კი მომდევნო მისიისთვის გამოიყენებენ.

აქამდე ირანი ორბიტაზე თანამგზავრ „ზაფარის“ გაყვანას 7 თებერვლამდე აპირებდა, თუმცა შემდეგ ეს თარიღი 9 თებერვლისთვის გადაწიეს.

გასული წლის იანვარში ირანმა აგრეთვე ვერ შეძლო თანამგზავრ „პაიამის“ ორბიტაზე გაყვანა. რაკეტამიზდმა კი უცებ გადალახა პირველი ორი ეტაპი, თუმცა მესამეზე საჭირო სიჩქარე ვერ განავითარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად