ირანმა სპარსეთის ყურეში, კონტრაბანდული საწვავის გამო გემი დააკავა

ირანის სასაზღვრო პოლიციამ, სპარსეთის ყურეში, კონტრაბანდული საწვავის გამო გემი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემზე 283,9 ათასი ლიტრი კონტრაბანდული დიზელის საწვავი აღმოაჩინა. ხომალდი ქალაქ სირიკიდან ორი კილომეტრის მოშორებით გააჩერეს.

აგვისტოს დასაწყისში, ირანელმა მესაზღვრეებმა, თვის განმავლობაში, სპარსეთის ყურეში მეორედ დააკავეს უცხოური გემი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემი არაბული ქვეყნებიდან მოდიოდა და მის ბორტზე აგრეთვე კონტრაბანდული საწვავი იყო. მთლიანობაში, მესაზღვრეებმა გემზე 700 ათასი ლიტრი საწვავი აღმოაჩინეს.

მანამდე კი, ივლისში, ირანმა ბრიტანული ტანკერი Stena Impero გააჩერა. მისი ეკიპაჟი 23 ადამიანისგან შედგებოდა, რომელთა შორის იყვნენ ინდოეთის, რუსეთის, ფილიპინებისა და ლატვიის მოქალაქეები. მათი ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად