ირანმა რუსეთთან 60 მილიონი დოზა Sputnik V-ის ვაქცინის შეძენაზე კონტრაქტი გააფორმა

რუსეთში ირანის ელჩის, კაზემ ჯალალის, თანახად, თეირანმა რუსეთთან ხელი მოაწერა კონტრაქტს 60 მილიონი დოზა კოვიდსაწინააღმდეგო Sputnik V-სი შეძენის თაობზე, რითაც შესაძლებელი გახდება 30 მილიონი ადამიანის აცრა.

აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან, რომელიც პასუხს აგებს საზღვარგარეთ რუსეთის ვაქცინის დისტრიბუციაზე.

ჯალალის თანახმად, იარნი 60 მილიონ რუსულ ვაქცინას ეტაპობრივად ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში მიიღებს.

ირანში, რომელიც კორონავირუსის მორიგი სახიფათო ტალღის წინაშე დგას, ვირუსისგან, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ყოველ 4 წუთში ერთი ადამიანი იღუპება. 83 მილიონი მოსახლეობის ირანში კორონავირუსი გახდა მიზეზი 65 ათასი ადამიანის დაღუპვისა, ხოლო ეპიდემიის განმავლობაში 2,1-ი მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...