ირანმა გენერლის ლიკვიდაციის გამო, შესაძლოა დონალდ ტრამპს ჰააგის სასამართლოში უჩივლოს

ირანი გენერალ კასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში უჩივლებს. ირანული სააგენტო Fars-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ რაისმა განაცხადა.

”ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა დაცვის შტაბ-ბინაში განიხილება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ აშშ პრეზიდენტმა საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს, როგორც მთავარმა ეჭვმიტანილმა … ის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს”,-განაცხადა რაისმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი პასუხს აგებს იმ ფაქტის გამო, რომ მან ამერიკელ სამხედროებს სულეიმანის ლიკვიდაცია უბრძანა.

ასევე, ირანის სასამართლო ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გოლიამხოსეინ ესმაილმა დაადასტურა, რომ ოფიციალური თეირანი გენერლის ლიკვიდაციის გამო ჰააგის სასამართლოს მიმართავს.

“ნათელია, რომ კასემ სულეიმანის მკვლელობა ტერორისტული თავდასხმა იყო. ჩვენ ჰააგაში დონალდ ტრამპისა და  ერაყში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ”,-აღნიშნა მან.

ისლამური რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი ლიდერის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია იანვრის დასაწყისში ერაყში აშშ-ს მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად განხორციელდა. აღნიშნულის საპასუხოდ, ირანმა ერაყში სამხედრო ბაზებზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იყვნენ განლაგებული, ავიაიერიშები განახორციელა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ამოქმედდება.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად