ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანის გენერალმა ჰოსეინ სალამმა განაცხადა, რომ ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ცდის შეიარაღების სისტემის სხვადასხვა სახეობებს, ეს არის უწყვეტი ძალისხმევა ჩვენი ძალის გაზრდისა“, – განაცხადა გენერალმა და გამოცდის დღეს ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწოდა.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, საუბარია თუ არა ბალისტიკური რაკეტის შესახებ.

22 აგვისტოს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ წარადგინა სარაკეტო თავდაცვის ახალი სისტემა Bavar-373. ირანის ლიდერის თქმით, სარაკეტო კომპლექსი საკმაოდ ჰგავს რუსულ სისტემა С-400-ს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიზარდა დაძაბულობა აშშ-სა და ირანის ურთიერთობას შორის. ივლისის შუა რიცხვებში ამერიკულმა სამხედროებმა ირანული უპილოტო მოწყობილობა ჩამოაგდეს. მანამდე კი, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, ირანს ბრალი დასდეს, რომ იგი ცდილობდა ბრიტანული სანავთობო ტანკერის შეჩერებას. ირანის ხელისუფლება ინციდენტში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად