ირანის უზენაესი ლიდერი: გენერლის ლიკვიდაცია შურისძიების გარეშე არ დარჩება

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი პირობას დებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია შურისძიების გარეშე არ დარჩება.

”ჩვენი თავდაუზოგავი და ძვირფასო გენერლის დაღუპვა დიდი დანაკლისია, მაგრამ ბრძოლის გაგრძელება და საბოლოო გამარჯვების მიღწევა მკვლელებისა და კრიმინალების ცხოვრებას კიდევ უფრო გაამწარებს”,-აცხადებს აიათოლა ხამენეი.

მან კასემ სულეიმანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, გენერალი კასემ სულეიმანი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმისას ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია “აშშ-ს მიერ საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებაა”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...