ირანის სასამართლომ პრეზიდენტის ძმას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ირანის სასამართლომ პრეზიდენტ ჰასან როუანის უმცროსი ძმა, ჰუსეინ ფერეიდუნი კორუფციაში დაადანაშაულა და მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Fars-ი ირანის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

”საქმის გასაჩივრების შედეგად, ჰუსეინ ფერეიდუნს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა”, – ინფორმაციას სააგენტო Fars ავრცელებს.

სასამართლოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყველა ბრალდება ჯერ არ განხილულა. სხვა დეტალები უცნობია.

მაისში, ირანის სასამართლომ ფერეიდუნი კორუფციაში დაადანაშაულა. იგი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. განაჩენის გასაჩივრებამდე, ფერეიდუნისთვის დაწესებული ვადა არ განისაზღვრა.

როუჰანის ძმა 2017 წლის ივლისში დააპატიმრეს. გამომძიებლების თქმით, ფერეიდუნი არაერთ კორუფციულ ფინანსურ სქემაში მონაწილეობდა. იგი მონაწილეობდა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მენეჯმენტისთვის ხელფასების გადაჭარბებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად