ირანის საგარეო უწყება: აშშ-ს სანქციების პოლიტიკა წარუმატებელია

აშშ-ს ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს, რომ მათი სანქციების პოლიტიკა წარუმატებელია. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აბას მუსავიმ განაცხადა. ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელდა.

”ამერიკელებმა უნდა აღიარონ, რომ სანქციების პოლიტიკა ვერ განხორციელდა. ამ ინსტრუმენტის ბოროტად გამოყენებამ, ისევე როგორც დოლარის, იარაღად გამოყენებამ, ეჭვქვეშ დააყენა ვაშინგტონის რეპუტაცია და ბოლო მოეღო აშშ-ს, როგორც სანდო ეკონომიკური პარტნიორი აღქმას ”,-აცხადებს მუსავი.

20 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზული სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ქვეყნის ცენტრალური ბანკი ამერიკის მიერ დაწესებული შეზღუდვების ქვეშ მოექცა.

ირანის მარეგულირებლის ხელმძღვანელმა აბდოლნასერ ჰემატმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც აშშ-ს ხელისუფლებამ ოდესმე  ქვეყნის წინააღმდეგ დაუწესებია. როგორც მან განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკამ “სანქციების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაადასტურა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად