ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენი მოქალაქეების დეპორტაციაზე, ველოდებით თბილისის პასუხს

საქართველოდან დეპორტირებულ ირანის მოქალაქეების უფლებებს ირანის სახელმწიფო იცავს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისთან, მათი უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა. რომელსაც ირანის ისლამური რესპულიკის ახალი ამბების სააგენტო IRNA ავრცელებს. 

“საქართველოს ქმედება ჩვენ მოქალაქეებთან მიმართებაში, მოულოდნელი იყო. ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობის, თბილისის  განმარტებებს ირანის მოქალაქეების მოპყრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბაჰრამ ქასემიმ.

მისივე თქმით, ორშაბათს საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი გამოძახებული იყო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც საუბარი შეეხო სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან ირანის რამდენიმე მოქალაქის უცნაურ დეპორტაციას.

მისივე თქმით, ელჩმა მწუხარება გამოთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და  აღნიშნა, რომ თბილისში ჩასვლისთანავე გაარკვევს მიზეზებს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანის მხარე აცხადებს, რომ საქართველოდან 200-მდე ირანის მოქალაქე იქნა დეპორტირებული.

“აიპრესი” ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით, საქარათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს.

“ირანთან მინდინარეობს ინტენსიური მუშაობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში წამოიჭრა. გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ხანგძლივი შეხვედრა საქართველოში ირანის ელჩთან და ჩვენ გამოვთქით მზადყოფნა, რომ ანალოგიური შეხვედრა შემდგარიყო თეირანში საქართველოს ელჩთანაც. აღნიშნული შეხვედრები საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ ორმხრივ ურთიერთიბაში არსებული ყველა საკითხი.

განხილული იყო ბოლო პერიოდში წამოჭრილი საკითხები, მოხდა შესაბამისი მონაცემების გაცვლა და დაზუსტება. შეხვედრაზე, საქართველოში ირანის ელჩს ქართულმა მხარემ შესთავაზა უფრო ახლოს გააცნოს საქართველოს საზღვარზე ვიზიტორთა, მათ შორის ირანის მოქალაქეების მომსახურების პროცესი, რომელიც შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტსა და ნორმას, ქართულმა მხარემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა ინდივიდუალურ რეჟიმში შეისწავლოს ირანის მოქალაქეებთან დაკავშირებული რამდენიმე კონკრეტული საქმე და შესთავაზა ირანის მხარეს ამ საკითხზე შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად