ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: კასემ სულეიმანის მკვლელობა აშშ-ს მიერ საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის განცხადებით, ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმისას ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის, კასემ სულეიმანის მკვლელობა “აშშ-ს მიერ საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებაა”.

”აშშ-ს საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინება, რამაც გენერალ სულეიმანის მკვლელობა განაპირობა, ვითარებას უკიდურესად სახიფათოს ხდის”, – დაწერა ჯავად ზარიფმა მიკრობლოგ “ტვიტერზე”.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Fars იუწყება, სულეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭო (NSC) საგანგებო შეხვედრას გამართავს.
“ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა რამდენიმე საათში გაიმართება. იგი შეისწავლის ბაღდადში სულეიმანის ავტომობილზე თავდასხმის დანაშაულს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია”, -განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა კეივან ხოსრავმა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერლის დაღუპვა “რეგიონსა და მთელ მსოფლიოში წინააღმდეგობრივ ძალებს გააძლიერებს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...