ირანის პრეზიდენტმა თვითმფრინავის ავიაკატასტროფის თაობაზე ვლადიმირ ზელენსკის წერილი გაუგზავნა

ირანის გზებისა და ურბანული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი, მუჰამედ ესლამი კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის წერილი გადასცეს, რომელიც თეირანში “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოგდებას ეხება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა აბას მუსავმა განაცხადა,-ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.

წერილის შინაარსი უცნობია. მუსავმა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ გასულ კვირას, ირანის პრეზიდენტმა უცხოელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრები გამართა, რომლის დროსაც “ისლამური რევოლუციური მესაზღვრეების კორპუსის” (IRGC)მეთაურის,  გენერალ კასემ სულეიმანის ლიკვიდაციასა და უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფაზე ისაუბრეს.

18 იანვარს, ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ინციდენტის გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰასან რეზაიეფარმა განაცხადა, რომ თეირანი ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის ”შავი ყუთის” სხვა ქვეყნისთვის გადაცემაზე უარს ამბობს.

როგორც ცნობილია, უკრაინის, ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მინისტრთა ჯგუფი შექმნან, რომელიც თეირანის მახლობლად უკრაინული თვითმფრინავის Boeing 737-ის ავიაკატასტროფის თაობაზე გამოძიებას გააკონტროლებს.

8 იანვარს, ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 737-800 შეცდომით ჩამოაგდეს. თვითმფრინავი მარშრუტს თეირანი – კიევის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა – უკრაინის 11 მოქალაქე (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), ირანის 82 მოქალაქე, კანადის-63, შვედეთის-10, ავღანეთის- 4-, 3 – 3 გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის. ყველა მათგანი დაიღუპა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად