ირანის პრეზიდენტი: სირიის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, აშშ-ს ჯარის დარჩენა ინტერვენციაა

სირიაში ამერიკული ძალების დარჩენა მთავრობასთან შეთანხმების გარეშე- ინტერვენციაა. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია Al Jazeera ავრცელებს.

ჰასან როუჰანმა ეს განცხადება თურქეთში ვიზიტის დაწყებამდე გააკეთა, სადაც დღეს, 16 სექტემბერს რუსეთის, თურქეთისა და ირანის ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართება.

ირანის ლიდერმა რეგიონის ყველა ქვეყანას მოუწოდა,  სირიის ლეგიტიმურ მთავრობას მხარი დაუჭირონ

ჰასან როუჰანის თქმით, ყველა მიმდინარე კონფლიქტი, მათ შორის ის, რაც სირიასა და იემენში ხდება, მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.

15 სექტემბერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  საუდის არაბეთში ნავთობკომპანია Saudi Aramco-ზე განხორციელებულ თავდასხმებში შესაძლო მონაწილეობა უარყო.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლოა მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად