ირანის პრეზიდენტი: ჩვენი ძალა დიალოგია და არა იარაღის ჟღარუნი

ირანის რეალური ძალა არა იარაღის ჟღარუნი, არამედ ლოგიკა, დიალოგი და მოლაპარაკებებია, –განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ რომელსაც ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA ციტირებს. 

რუჰანის განცხადებით, ბირთვულ იარაღს არ შეუძლია ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვერც სხვა სახის თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფს ის სტაბილურობას მის სამეზობლოში. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ განათლებას, მეცნიერებას, ცხოვრებისეულ ფასეულობებს, მორალს და სოლიდარობას შეუძლია.
მისი თქმით, ირანის პოლიტიკა არცერთი სახელმწიფოს წინაარმდეგ არ არის მომართული. „ჩვენ გვინდა მშვიდობა რეგიონში. ჩვენ დავუმტკიცეთ მსოფლიოს რომ გვაქვს უფლება ვისარგებლოთ მშვიდობიანი ატომის სიკეთეებით“, – განაცხადა ჰასანა რუჰანიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად