ირანის პრეზიდენტი: აშშ მოლაპარაკებების დაწყებას ყოველდღიურად გვთხოვს

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, შეერთებული შტატები თეირანს მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე გზავნილებს მუდმივად უგზავნის. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. 

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ოფიციალურ თეირანს ასეთ შეტყობინებებს "ყოველდღიურად" უგზავნიან.

"ერთის მხრივ, ისინი [აშშ]ირანელ ხალხზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ, ხოლო მეორე მხრივ, ყოველდღიურად გზავნიან შეტყობინებებს წინადადებებით, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს," – განაცხადა როუჰანმა.

რუსეთისა და თურქეთის ლიდერებთან ერთად გამართული სამიტის დროს, ჰასან რუჰანმა აშშ-სა და ისრაელს სირიიდან გასვლისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, სირიის კონფლიქტში შეერთებული შტატების "უკანონო" ჩარევამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...