ირანის მიერ, ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზების დაბომბვის შემდეგ, WTI-ის მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა

ირანის მიერ, ერაყში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების დაბომბვის შემდეგ, WTI-ს მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 65 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ლონდონის სავაჭრო ბირჟა The ICE-ის მაჩვენებლების მიხედვით, თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე 65,46 აშშ დოლარს მიაღწია.

CNBC-ს ცნობით, ტექსასური ღია ფერის ნავთობის ფასის ზრდამ დაახლოებით 4,37% შეადგინა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი კი 3,75%-ით გაიზარდა.

იაპონიაში, ინდექსი Nikkei 225, 2%-ზე მეტად დავარდა, ხოლო Topix – 1,3%-ით. სამხრეთ კორეაში კი Kospi-ს ინდექსი 0,77%-ით შემცირდა.

6 იანვარს, ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, 2019 წლის მაისიდან მოყოლებული, ბარელზე 70 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. იმავე დღეს, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების გამო, ოქროს ფასი 2,3%-ით გაძვირდა და უნციაზე 1588,13 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის აპრილიდან მოყოლებული, რეკორდული მაჩვენებელია.

Goldman Sachs Group Inc.-ის ანალიტიკოსის მოსაზრებით, ოქროს ფასი შესაძლოა ნავთობზე გაცილებით მეტი გახდეს და მომავალში უნციაზე 1 600 აშშ დოლარი შეადგინოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად